03 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

ადამიანის უფლებები როდესაც არათუ მართლა ირღვეოდა, არამედ ადამიანების სიცოცხლე ისპობოდა და ამის მტკიცებულებები ჰქონდათ, ხმას არ იღებდნენ და ახლა არავინ დაუჯერებთ მონაგონს, – ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მისი თქმით, აღარავინ დაიჯერებს, თუ მიხეილ სააკაშვილს ან გირჩ ჯაფარიძეს რაიმე დაესიზმრებათ და განცხადებას აშშ-დან მტკიცებულების გარეშე გააკეთებენ.

"უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს. ჯერ მტკიცებულება დადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, რა არის დარღვევა და რა არა. მით უმეტეს მაშინ, როცა მტკიცებულებები ჰქონდათ და არათუ ადამიანის უფლებები მართლა ირღვეოდა, არამედ ადამიანების სიცოცხლე ისპობოდა, ხმას არ იღებდნენ და ახლა არავინ დაუჯერებთ მონაგონს. აღარავინ დაიჯერებს იმას, თუ აქ სააკაშვილს ან გირჩ ჯაფარიძეს რაიმე დაესიზმრებათ და განცხადებას ამერიკიდან მტკიცებულების გარეშე გააკეთებენ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები