03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავიზო ხარვეზებზე კვლევას გამოაქვეყნებს

რა პრობლემები შეუქმნა საქართველოს ახალმა საემიგრაციო რეგულაციებმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების გამოსწორება? კვლევის შედეგებს ამ საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს გამოაქვეყნებს.

დოკუმენტი გარკვეულ რეკომენდაციებსაც შეიცავს, რომელიც არასმთავრო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ხარვეზებს გამოასწორებს. ისინი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართავენ.

„გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით უცხოელებთან; მოვისმინეთ მათი აზრი, თუ რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით მათთვის და როგორ უნდა გადაიჭრას ისინი. ასევე მოვიძიეთ საჭირო ინფორმაცია, კანონმდებლობის ანალიზი გავაკეთეთ და ამის საფუძველზე ჩვენ დღეს წარვადგენთ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება გარკვეული საკითხები გაუმჯობესდეს და უფრო ნაკლები პრობლემა იყოს უცხოელების მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ორგანიზაციის პარტიების ფინანსების მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა.

ახალი სავიზო რეჟიმი საქართველოში პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ მხოლოდ 3 თვით შეუძლიათ დარჩენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები