09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
კოალიციის ავიაიერიშები თურქეთის საზღვართან

სირიის ტერიტორიაზე კოალიციის ავიაციამ თურქეთის საზღვართან პირველად განახორციელა იერიშები ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფზე. ისლამისტური დაჯგუფება აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

შეერთებული შტატების ინფორმაციით, დაჯგუფება ევროპისა და აშშ-ის ტერიტორიებზე თავდასხმებს გეგმავდა.

ავიაიერიშები განხორციელდა ერაყის ტერიტორიაზეც, ბაღდადის ჩრდილოეთით. ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო დარტმებს 18 ტერორისტი ემსხვერპლა.

დღის ამბები