03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
პრემიერი მოსახლეობას სტატისტიკის სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად ითანამშრომლოს სტატისტიკის სამსახურთან საყოველთაო აღწერის მიმდინარეობის პროცესში. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია იმისათვის, რომ დადგინდეს მოსახლეობის რიცხოვნობა, ამომრჩეველთა რაოდენობა, რათა ამ საკითხით სპეკულაციები დასრულდეს.

„უკვე თორმეტი წელია ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა აღწერა. აღწერის შედეგად ჩვენ გვექნება უახლესი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების და საცხოვრისების შესახებ. ასევე, რაც ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია - დაზუსტდება ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ამომრჩველის რაოდენობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდა დასრულდეს სპეკულაციები ამომრჩეველთა რაოდენობის თაობაზე,“ - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები