03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ვაკის საცურაო აუზი იწვის

ვაკის საცურაო აუზი იწვის. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება.

ცეცხლი აუზის უკანა ფლიგელს რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

ვაკის საცურაო აუზის შენობა უკვე დაატოვებინეს მოქალაქეებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტერიტორია დაიწვა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.

ცეცხლი შენობის მესამე სართულს მოეკიდა.  

პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან "კურიერში" 12:00 საათზე.

დღის ამბები