03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ვაკის საცურაო აუზში ხანძარი საქვაბის დანადგარების აალების შედეგად გაჩნდა

ხანძარი თბილისში. ცეცხლი ვაკის საცურაო აუზის სარდაფში გაჩნდა. ხანძარი, დაახლოებით, 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია.

ადგილზე სახანძრო მანქანები და სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე მობილიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამ გამოიწვია ხანძარი აუზის საქვაბეში, ამას გამოძიება დაადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები