16 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ჩვენ რუსეთუმეებს გვეძახიან ის ადამიანები, ვინც რუსეთთან დათმო ქვეყნის ტერიტორიები და ვინც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა - კახა კალაძე

"ვერ გამოიძებნა ვერცერთი ადამიანი, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც იტყვის, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის პრობლემური," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს ღიად სურს ქვეყანაში უცხოური გავლენა შეამციროს.

"ჩვენ რუსეთუმეს გვეძახიან ადამიანები, ვინც რუსეთთან დათმო ქვეყნის ტერიტორიები. ამას გვეძახიან ადამიანები, ვინც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდა და მე მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, გამჭვირვალობა, რომელიც მნიშვნელოვანია, პირდაპირ ვთქვით, რომ გვინდა შემცირდეს უცხოური გავლენები - უნდა შემცირდეს რუსული გავლენა, ევროპული, ამერიკული. უნდა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როგორ შეიძლება გამჭვირვალობა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური დოკუმენტაცია და შეავსონ დეკლარაცია, როგორ შეიძლება იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ ან ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ?! - მთელი ამ დროის განმავლობაში ვისმენთ კრიტიკას და ვერ გამოიძებნა ვერცერთი ადამიანი, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც იტყვის, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის პრობლემური," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები