16 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, აუცილებელია დიალოგი და სიტუაციის დამშვიდება - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერის შეთავაზებას, რომელიც კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან დიალოგს გულისხმობს, მნიშვნელოვანი პროცესი უწოდა.

ასევე, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია დიალოგი და სიტუაციის დამშვიდება.

"ეს შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელიც უნდა დაეფუძნოს ჩვენს შემდგომ განვითარებას და ქვეყნისთვის სასაარგებლო იდეების განხორციელებას. აუცილებელია დიალოგი და სიტუაციის დამშვიდება, მე ყოველთვის ამას ვამბობ. უნდა ვესაუბროთ  ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არიან აპოლიტიკური და გულანთებული ახალგაზრდებიც. ამიტომ, მათთან საუბარი აუცილებელია,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები