16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
პირადი სახის ინფორმაციას რაც შეეხება, ასეთი "ფეიკები" საზოგადოების დეზინფორმაციას და არასწორი განწყობების შექმნას ემსახურება - გიორგი კახიანი "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ

"ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ირგვლივ ძალიან ბევრი "ფეიკ" ინფორმაცია ვრცელდება, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას და ამ კანონის ირგვლივ არასწორი განწყობების შექმნას ემსახურება.

როგორც კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც ნორმების ინტერპრეტაციას ცდილობს, რომელიც კანონიდან არ გამომდინარეობს.

"პირადი სახის ინფორმაციას რაც შეეხება, იმდენი "ფეიკ" ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ამაზე სერიოზულად საუბარი არც შეიძლება. მაგალითად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს საერთოდ როგორ უნდა დაუშვა. ცდილობენ რაღაც ნორმების ინტერპრეტაციას, რომელიც კანონიდან არ გამომდინარეობს ან საერთოდ კანონი არ იციან. ასეთი რაღაცები, უბრალოდ, საზოგადოების დეზინფორმაციას და ამ კანონის ირგვლივ არასწორი განწყობების შექმნას ემსახურება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები