16 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ვენეციის კომისია, მხარეებს არ ასაქმებს ხოლმე, მცოდნეებს ასაქმებს - გრიგოლ გეგელია ჯერემი მაკ-ბრაიდის შესახებ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკ-ბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო.

დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ორ დოკუმენტს - ევროპის საბჭოს დასკვნის თავფურცელს და ევროპული სასამართლოს საქმიდან "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამონარიდს, სადაც სწორედ მაკ-ბრაიდის სახელია მითითებული.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივნის გირგოლ გეგელიას განცხადებით, მაკ ბრაიდი არის მაღალი რანგის იურისტი და მისივე თქმთ, ვენეცის კომისია მხარეებს არ ასაქმებს. 

"მთელმა მსოფლიომ, ყველა მეგობარმა, ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ერთხმად თქვა, რომ ეს კანონი არ არის შესაბამისობაში არც ევროპულ კონვენციასთან, არც საქართველოს კონსტიტუციასთან და არც ქართველი ხალხის მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ნებასთან. ევროპის საბჭო, ისევე როგორც ვენეციის კომისია, არჩევს უმაღლესი სინჯის იურისტებს ნებისმიერი მსგავსი ტიპის კოლეგიური განხილვისთვის. საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ვენეციის კომისია, მხარეებს არ ასაქმებს ხოლმე, მცოდნეებს ასაქმებს ხოლმე," - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები