17 ივნისი 2024,   20:38
ვრცლად
"აქ რომ იყო ჟიგიმანტასა და მისი დაქალ-ძმაკაცები ჩამოსულები, რომ მოგვიწოდებდნენ... ვინ ეკითხება ამათ" - ირაკლი ზარქუა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს

"ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პარტნიორების მხრიდან ქართულ მხარეს არგუმენტები არ მოუსმენია. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ აქვთ სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება, საქართველოს კი არა.

"აქ რომ იყო ჟიგიმანტასა და მისი დაქალ-ძმაკაცები ჩამოსულები, რომ მოგვიწოდებდნენ... ვინ ეკითხება ამათ?! - ან ერთი არგუმენტი წარმოაყენეს რამე?! - მე მაინტერესებ მათ ქვეყნებში თუ არის მიღებული ანალოგიური კანონები, მათ შორის, საფრანგეთში, ბრიტანეთში. ევროპაში დირექტივაა მიღებული და ემზადებიან. აგერ თურქეთი იწყებს, ეგერ კანადას აქვს, ამერიკას აქვს, საქართველომ რატომ არ უნდა დაიცვას თავისი თავისუფლება?! - ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ყველას აქვს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ რომ აქ გავლენა ჰქონდეს. თუ მათ აქვთ უფლება რომ დაიცვან, ჩვენ რატომ არ გვაქვს, რატომ არ უნდა მივიღოთ?! - თან რა კანონით, მეათედი სიმკაცრეც არ არის, რაც მათ აქვთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი," - ამბობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები