03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
"საქართველო ნაგვისგან უნდა გავწმინდოთ," - ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ღარიბაშვილმა რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ნაგვის დაყრა სამარცხვინო ქმედება უნდა გახდეს.  

პრემიერის მოთხოვნით გუბერნატორები უახლოეს მომავალში გამწვანების აქციებს გაუკეთებენ ორგანიზებას და ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტში უკვე შევიდა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც კანონი მკაცრდება და დანაგვიანებაზე ჯარიმები იზრდება.

"ეს კეთდება იმისთვის, რომ ნაგვის დაყრა გახდეს სამარცხვინო თითოეული მოქალაქისთვის," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები