03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ომბუდსმენი ე.წ. კაბელების საქმეს სწავლობს

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მას გამოთხოვილი აქვს საქმის მასალები და უახლოეს დღეებში, როდესაც დასრულდება მათი ანალიზი, სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

უჩა ნანუაშვილმა "რუსთავი2-თან" საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების განცხადებებში შეინიშნებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნები, რისგანაც მათ თავი უნდა შეიკავონ.

„სამწუხაროდ, იყო განცხადებები რამდენჯერმე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. სანამ არ იქნება სასამართლოს მიერ გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, როცა საუბარია ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე და არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები