22 ივნისი 2024,   14:23
ვრცლად
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60-მდე ადამიანი დააკავეს

სომხური მედიის ცნობით, ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60-მდე ადამიანი დააკავეს. აქციაზე ვითარება პარლამენტის შენობასთან დაიძაბა, სადაც პრემიერი ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. პოლიციამ დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაიყვანა.

საპროტესტო გამოსვლები სომხეთში უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობას აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ და პრემიერის გადადგომას მოითხოვენ.

დღის ამბები