26 ივნისი 2024,   20:32
ვრცლად
"სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გავიღებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ევრო 2024-ის პირველი ჯგუფური მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ევრო 2024-ის პირველი ჯგუფური მატჩის წინ, დორტმუნდში, პრესკონფერენცია გამართა. ვილი სანიოლის თქმით, დიდი ოცნების ასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებს სწორება ახალ მიზანზე აქვთ და ისინი ამისთვის მზად არიან.

მწვრთნელმა ისაუბრა გულშემატკივრის ფაქტორზეც და თქვა, რომ ფეხბურთელებისთვის მთავარი მოტივაცია, მუხტი და ძალა მათი ქვეყნის გვერდში დგომაა. პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ისაუბრა კაპიტანმა, გურამ კაშიამაც.

"ფინალის შემდეგ ეიფორიიდან გამოსვლა რთული იყო და მუშაობა ამაზე გვიწევდა. როცა შეკრება დავიწყეთ, გუნდში ფიზიკურად იდეალური სიტუაცია არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ამას მივაღწიეთ. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა. ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად ყველაფერს გავიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ხვიჩა კვარაცხელია ცენტრში ითამაშებს თუ მარცხნივ, ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა. ხვიჩა ძალიან მოტივირებულია. ის ახლა მთლიანად ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს და არა საკლუბო მომავალზე,"-განაცხადა ვილი სანიოლიმ.

დღის ამბები