26 ივნისი 2024,   21:19
ვრცლად
სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - GWP

GWP-ში ამბობენ, რომ წყლის ხარისხი, რომელიც მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება, ნორმის ფარგლებშია. მათი ცნობით, GWP-ის სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

63 ათასამდე აბონენტს GWP წყალს რეზერვუარების შევსების ალტერნატიული გზით აწვდის. დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სრულ აღდგენას კი, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება

დღის ამბები