09 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში ლენინის ძეგლი აიღეს. ქალაქის მცხოვრებლებმა საბჭოთა ბელადის მონუმენტთან თავდაპირველად საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი უკრაინის ჰიმნის ფონზე  ქანდაკება ჩამოაგდეს.

ეს უკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი იყო. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საბჭოთა ბელადის მმართველობის დროს უკრაინამ უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი გადაიტანა და მათთვის მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ მისი ქანდაკება ამ დრომდე ქალაქის ცენტრში იდგა.

საბჭოთა ლიდერის ძეგლის დემონტაჟის შესახებ ბრძანებას ხარკოვის უბერნატორმა გუშინ მოაწერა ხელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები