30 ივნისი 2024,   01:46
ვრცლად
"ძალიან დიდი მუხტი მომცა" - რა უთხრა რონალდუმ კვარაცხელიას მატჩის დაწყებამდე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. 

როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, თამაშის დაწყებამდე რონალდუმ მას წარმატებები უსურვა, რაც მისთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. 

"თამაშის დაწყებამდე შეხვედრა იყო. წარმატებები მისურვა, ძალიან გამიხარდა, ძალიან დიდი მუხტი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა. როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე, საუკეთესო ადამიანია. ამიტომაც არის, როგორც ფეხბურთში, ასევე, ფეხბურთს გარეთ დიდი პერსონა. ძალიან დიდი პატივისცემა მას. ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, ბევრს ვსწავლობთ ჩვენ მისგან. ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და როცა ის მოდის და წარმატებას გისურვებს თამაშის წინ, ძალიან ამაღელვებელია. ძალიან დიდი მუხტი მომცა ამ ყველაფერმა და მადლობა მას," - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ. 

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
 
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
დღის ამბები