30 ივნისი 2024,   01:13
ვრცლად
საუკეთესო ნაკრები გვყავს, 11 წლის წინ ხაზგასმით ვთქვი, რომ ჩვენი აკადემია სრულიად საქართველოს საქმეს გააკეთებდა - "დინამო თბილისის" პრეზიდენტი

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი, რომან ფიფია საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. მისი შეფასებით, საქართველოს საუკეთესო ნაკრები ჰყავს.

"საქართველოსა და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ესაა ემოციები და სიხარული, რომელიც ერს აერთიანებს. საუკეთესო ნაკრები გვყავს, ნაკრები, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს და მე ორმაგად მეამაყება, რომ ამ უნიჭიერესი და მებრძოლი ბიჭების უმეტესობა დინამოს აკადემიელები არიან. 11 წლის წინ ხაზგასმით ვთქვი, რომ ჩვენი აკადემია სრულიად საქართველოს საქმეს გააკეთებდა. ბედნიერი ვარ და ყველას გილოცავთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება. საქართველოს გაუმარჯოს!" - აცხადებს რომან ფიფია.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
 
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
დღის ამბები