30 ივნისი 2024,   01:28
ვრცლად
"ვულოცავ საქართველოს, არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში შემართებით" - სალომე ზურაბიშვილი ისტორიულ მატჩს არენა აუფშალკეზე დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს წარმატება მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი გელზენკირხენში ისტორიულ მატჩს არენა აუფშალკეზე ადევნებდა თვალს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ყველას ულოცავს ამ შესანიშნავ წარმატებას.

"გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში შემართებით!" - წერს პრეზიდენტი და გამოდის ინიციატივით, რომ 27 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები