30 ივნისი 2024,   01:30
ვრცლად
საქართველო-პორტუგალიის მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 000 ადამიანი ადევნებდა თვალს

EURO 2024-ზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 000 ადამიანი ადევნებდა თვალს. თამაშის სანახავად სტადიონზე 6 დიდი ეკრანი ისე იყო დამონტაჟებული, ყურება ყველა სექტორიდან შეიძლებოდა.

მატჩის დასრულებულის შემდეგ გულშემატკივარი ემოციას კიდევ დიდხანს ვერ მალავდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები