30 ივნისი 2024,   12:42
ვრცლად
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები შედგება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს CNN-ის ეთერში დაუპირისპირდებიან. დებატები აუდიტორიის გარეშე წარიმართება, სტუდიაში მხოლოდ ორი ტელეწამყვანი იქნება. 
 
ამას გარდა, მიკროფონები ჩაირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები კითხვებს უპასუხებენ, იმისთვის რომ თავიდან აიცილონ ერთმანეთისთვის საუბრის შეწყვეტა.
 
დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხ პროცენტიანი უპირატესობა აქვს. გამოკითხვა The New York Times-მა ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა 44 პროცენტი. დებატები დღეს ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე გაიმართება.
დღის ამბები