03 ივლისი 2024,   10:21
ვრცლად
ემანუელ მაკრონის მარცხი და დაცემა - საფრანგეთის არჩევნების მოულოდნელი შედეგები

ემანუელ მაკრონს იმედები არ გაუმართლდა. მისი გათვლა მემარცხენეების დაპირისპირებასა და მემარჯვენეების დაბნეულობაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა მიეღო მხარდაჭერა აბსოლუტური უმრავლესობისგან, კრახით დასრულდა.

ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა და შედეგად საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ "ეროვნულმა გაერთიანებამ" გაიმარჯვა.

ოლივერ ჰიშბიეგერის ფილმი "დაცემა" სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. სცენას, სადაც ადოლფ ჰიტლერი ბუნკერში იმალება შეშინებული, ადარებდნენ ემანუელ მაკრონის გამოსვლას ასამბლეის დათხოვნის წინ.

ფაქტი ერთია, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება" 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი", ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.

დღის ამბები