03 ივლისი 2024,   10:32
ვრცლად
ევროპაში განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო ბაზა გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნას აცხადებს - CNN

ევროპაში ამერიკულ ბაზებზე გაძლიერებული მზადყოფნა გამოაცხადეს - ამის შესახებ CNN წერს. გამოცემა ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბაზებზე დაცვის დონე გაზარდეს.

როგორც CNN წერს, უცნობია თუ რა შინაარსის სადაზვერვო მონაცემებმა გამოიწვია ამერიკულ ბაზებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, თუმცა მსგავს ზომებს, როგორც წესი, ბაზებზე მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის გამო იღებენ.

ევროპაში პოტენციურ ტერორისტულ საფრთხეებს, განსაკუთრებით გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირებენ, ასევე ზაფხულის ოლიმპიადას, რომელსაც ივლისში საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.

გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმა უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართეს.

დღის ამბები