09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
აშშ დეპარტამენტის განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პროცესების რეალურ შეფასებას უწოდებენ ქართველი დეპუტატები

აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პროცესების რეალურ შეფასებას უწოდებენ ქართველი დეპუტატები.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ალასანიას გუნდისა და თავდაცვის სამინისტროს გარშემო მიმდინარე პროცესებს არ ექნებოდა დადებითი შეფასება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის დრამატიზირება საჭირო არ არის. თუმცა, მის მოსაზრებას არ იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ აშშ-ის სახელმწ დეპარტამენტის განცხადება დიპლომატიურ ენაზე „არის პირდაპირი მინიშნება რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და რომ მთავრობამ ეს უნდა შეწყვიტოს რაც შეიძლება სწრაფად.“

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ გამოძიებებს შეერთებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება. უწყების პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, ერთდროულად მიმდინარე რამდენიმე სასამართლო პროცესი ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვს ბადებს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს სტაბილურობა განსაკუთრებით ესაჭიროება. 

დღის ამბები