გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოკითხული მოქალაქეების 59 პროცენტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს. ამავე კვლევით, დემოკრატების 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ბაიდენმა 2024 წელს აღარ უნდა იყაროს კენჭი.
Reuters-ის სტატიაში საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატად მიშელ ობამას დასახელებაზეც. ნათქვამია, რომ მიშელ ობამა საარჩევნო დაპირისპირებისას ორივეს - ბაიდენსაც და ტრამპსაც დაამარცხებდა.