03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
50 წლის მამაკაცმა თავი ხელყუმბარით აიფეთქა (ვიდეო)

გორში 50 წლის მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაცვლილი ალექსანდრე ლაფაჩია. თვითმკვლელობის მიზეზი კი ამ დროისათვის უცნობია.

ასევე უცნობია, საიდან ჰქონდა მამაკაცს საბრძოლო ხელყუმბარა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები