06 ოქტომბერი 2024,   12:01
ვრცლად
ავიაკომპანია Boeing-მა ბრალი აღიარა - კომპანიას 243,6 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა

ავიაკომპანია Boeing-მა, 2018-2019 წლებში, ორი 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, თაღლითობაში საკუთარი ბრალეულობა აღიარა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ავიაკატასტროფების შედეგად 346 ადამიანი დაიღუპა.

საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, კომპანიას 243,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება, რომელიც რიგით მეორე ფინანსური სანქცია იქნება.

Boeing-ს, ასევე ექნება ვალდებულება, თავისი პროგრამების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, 455 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

დღის ამბები