06 ოქტომბერი 2024,   13:47
ვრცლად
ჩვენი საარჩევნო სიის უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული, დაგვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია - მიხეილ სააკაშვილი

რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია არჩევნებზე? - დღეს ცნობილი უნდა გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა. პარტია საღამოს ყრილობას გამართავს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა დეტალები, ვინ აპირებს 5 ნომრით მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.

მანამდე კი ერთობის მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მოწოდების მიუხედავად, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი, მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელი" იქნება.

არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავს 4 პოლიტიკური ძალა - "ახალი", "ლელო", ზურა ჯაფარიძის "გირჩი" და ელენე ხოშტარიას "დროა". მათ ერთობას მმართველი გუნდი "ახალ ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს. "ქართული ოცნება" საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმეტესობა, ახალი სახეებისგან დაკომპლექტდება.

"ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული. ჩვენი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ჩვენ რა მტრობა გვაქვს ერთმანეთში?! თუ პარტიებს ვერ უხერხდებათ გაერთიანება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სხვადასხვა საზოგადოების წევრებთან, სხვადასხვა ხალხთან, სხვადასხვა ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების, რომლებიც აქამდე არ ყოფილან პოლიტიკაში. ჩვენ დაგვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, ჩვენ ახლა გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა", - განაცხადა მსჯაავრდებულმა ექსპრეზიდენტმა.

დღის ამბები