06 ოქტომბერი 2024,   11:57
ვრცლად
დამწვარია მანქანები და დარბეულია ქუჩები - საფრანგეთის არჩევნების წინასწარი შედეგების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქუჩებში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. 

პროტესტანტები ქუჩებში ნიღბებით გადაადგილდებოდნენ, დაწვეს სატრანსპორტო საშუალებები და დაარბიეს ქუჩები. სპეცრაზმელებმა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს.

ხელისუფლება იძულება გახდა 30 000-მდე სპეცრაზმელის მობილიზება მოეხდინა, რათა ქუჩებში წესრიგი დამყარებულიყო.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლის შედეგებით, მემარცხენე პარტიამ გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარინ ლე პენი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები