21 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსი სამხედროების სამიზნე დონეცკის ოლქი გახდა

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსი სამხედროების სამიზნე დონეცკის ოლქი გახდა. იერიშის შედეგად, 2 ადგილობრივი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაზიანდნენ ხერსონსა და სუმის ოლქზე მომხდარი თავდასხმის შედეგად.

"უკრაინელი ჯარისკაცები აჩვენებენ, რის გაკეთება შეუძლიათ, როდესაც მათ საკმარისი იარაღი და საკმარისი დიაპაზონი აქვთ. მადლობას ვუხდი ყველას რუსული სამხედრო ლოჯისტიკის განადგურებისთვის და განსაკუთრებით - რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმებისთვის. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად საჭიროა. დავარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ ჩვენი დრონები არ არის საკმარისი. გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო. ამ ომის დასასრული უფრო ახლოს იქნება, დარწმუნებული ვარ ამაში," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი. 

 

 

 

დღის ამბები