ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
"ღამით, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა, დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის, წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.