25 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
თბილისში, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის.

უზრა ზეიას ვიზიტი ხვალ დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია შეხვედრებს გამართავს დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული საკითხებსა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.

ზეია ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. პრესრელიზში წერია, რომ ბლინკენის მოადგილე ხაზს გაუსვამს "უცხოური გავლენის" კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ამერიკის სერიოზულ შეშფოთებას.

დღის ამბები