25 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად" - პრემიერი

საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდასაქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავსოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებასმაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერისაქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდასაქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებაამავე დროსსანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდაამიტომჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველიარ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნაჩვენ ვაკეთებთ ყველაფერსრათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები