25 ოქტომბერი 2024,   17:13
ვრცლად
"ჩვენ გვწამს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნების მოლოდინში. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ეს არჩევნები ასევე წარმოადგენს რეფერენდუმს მშვიდობისა და ომის საკითხზე.

"ჩვენ გვწამს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის თითქმის ორნიშნა მაჩვენებელი - ყველაზე მაღალი შედეგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.

"2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს. წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ "ევრონიუსის" ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

დღის ამბები