25 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
"თემურ ჭყონია მუქარის ტონით მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, თუმცა მისი თანამშრომლები რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა" - მაჭავარიანი

ჩვენთან გამოდის ეს ინფორმაციები, რომ ბატონი ჭყონია მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, თან მუქარის ტონით მოუწოდებს, რომ აუცილებლად ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ მისი თანამშრომლები, რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო რომ დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა. მათ არ უნდათ, არავის არ უნდა ქაოსი და არეულობა, რაღაცა ტექნიკური მთავრობა, ერთ წელიწადში რაღაცა არჩევნები და რაღაცა სისულელე ქარტია და ა.შ, რომელიც დღემდე ვერ გაგვაგებინა ვერავის ქალბატონმა ზურაბიშვილმა. შესაბამისად მათი თანამშრომლებიც, ამ შემთხვევაში ბატონი ჭყონიას თანამშრომლებზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც მარტო დარჩებიან, იციან, რომ უნდა გააფერადონ მშვიდობა და იციან, რომ უნდა გააფერადონ 41 ნომერი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თემურ ჭყონიას მიერ თანამშრომლებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის თაობაზე განაცხადა. 

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, თემურ ჭყონია წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება "ქართულ ოცნებას" და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რომ ოპოზიციონერები არიან მულტიმილიონერები, ფლობენ ამხელა კომპანიებს და არავის არასდროს არ შეუწუხებია.

"ბატონი ჭყონია პირდაპირ მხარეს წარმოადგენს, ოპოზიციონერია ჩვეულებრივად. სხვათა შორის ჩვენ დემოკრატიაზე ისიც მიუთითებს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტური თავისუფლება არის სიტყვის და გამოხატვის, მედიის აბსოლუტური თავისუფლება არის. აი წარმოიდგინეთ ბიზნესი როგორია თავისუფალია, როდესაც ოპოზიციონერები არიან მულტიმილიონერები, ფლობენ ამხელა კომპანიებს და არავის არასდროს არ შეუწუხებია. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება „ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები