25 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
"უბრალოდ სასაცილოა, რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას" - შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ერთ-ერთი ტელეარხის ანონსში ბიძინა ივანიშვილს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს განცხადებები წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლია და სასაცილოა, ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს რაღაცას აბრალებდეს.

"ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავისთან მიიყვანა, ის რომ დაადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს თანხების მითვისებაში, და თქვენ იცით, მის მიმართ რა არის სადავო.

რისი თქმა მინდა იცით, ეს მისი ქცევა, არ ვიცი კანონის ფარგლებში რაღაც დაარღვია, დანაშაული ჩაიდინა თუ არა, მიდის თუ არ ვცდები პროცესი, მაგრამ ეს ხომ ადამიანურ ზღვარს სცდება, "ტვ პირველში" იქნება მგონი, მამუკა ხაზარაძის ტელევიზიაა, ეს არის იდეოლოგია. სხვათა შორის, 650 000 კიდევ ჩასარიცხი აქვს ბატონ ხაზარაძეს საქართველოს ბიუჯეტში, ასე რომ, იქნებ შეახსენოთ, რომ ფული არის გადასახდელი ბიუჯეტში. ეს არის ის იდეოლოგია, უბრალოდ ადამიანური სისუსტეები კი არ არის, რომ ხაზარაძეს უნდა, რომ მილიარდ-ნახევარი ბიუჯეტიდან და ანაკლიის პროექტი, რომელიც ადამიანმა ჩაშალა საკუთარი სიხარბის გამო, უნდოდა ჰქონოდა ბიზნესი, რომელიც მარტო მოგებაზე მუშაობს.

რაც შეეხება ბატონ ბაჩიაშვილს, იგივე სპექტაკლიდან არის მისი საქციელიც, რომელიც სინამდვილეში არის იდეოლოგია, რომელიც ადამიანურ ზღვარს [შლის], რომელსაც უმადურობისკენ მიჰყავს ადამიანი და უბრალოდ სასაცილოა, რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილს აბრალებდეს რაღაცას,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები