25 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"ეს ყველაფერი ჰგავს წინასაარჩევნო თაღლითობას და მეტს არაფერს" - ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე არის ერთი დღე დარჩენილი და ის უცბად აღმოჩნდება ოპოზიციურ ტელე-არხზე და გააჟღერებს რაღაც ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

საუბარია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეარხის ანონსში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე არის ერთი დღე დარჩენილი და ის უცბად აღმოჩნდება ოპოზიციურ ტელე-არხზე და გააჟღერებს რაღაც ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული იმიტომ, რომ თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან თუ მიმართვა არ უნდოდა, რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ჰგავს წინასაარჩევნო თაღლითობას და მეტს არაფერს,“ - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები