16 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს - გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ის უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონის 78ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამ სარჩელით, აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს:

"საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას," - განაცხადა მსხილაძემ.

დღის ამბები