25 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
პარტიების შეთანხმება იყო, რომ ეს კვლევა არ გასაჯაროებულიყო - არც ვიცი, "ევროპულმა საქართველომ" რა და როგორ დათვალა - ასე, მეც ჩამოვწერ პროცენტებს - გიორგი ვაშაძე გამოქვეყნებულ კვლევაზე

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" წევრი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციური პარტიების შეკვეთით ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" გაასაჯაროვა.

განცხადება მან "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ კვლევა რეალობას არ ასახავს.

"მე დღემდე ვიცავ ყველა შეთანხმებას. ამ კვლევასთან დაკავშირებით, ჩემი შეთანხმება იყო ის, რომ არ ვაქვეყნებ ამ კვლევას, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კვლევა მთლიანად უნდა გამოქვეყნებული, რათა სრული სურათი დაგვენახა, რა ხდება საარჩევნო თვალსაზრისით.

პარტიების შეთანხმება იყო, რომ ეს კვლევა არ გასაჯაროებულიყო. ასე, მეც დავწერ და ჩამოვუწერ გვერდზე პროცენტებს, ეს არასწორია." - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები