25 ოქტომბერი 2024,   18:12
ვრცლად
"ნებისმიერ დროს, მზად არიან, გაწირონ ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ვიღაც გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილონ " - ლევან მაჭავარიანი

თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებზე ახალი წარწერების გადაკვრასთან დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ბანერებზე გაკეთებულ წარწერებთან კავშირი არ აქვთ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, გაწიროს ქვეყანა იმისთვის, რომ "გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილოს".  

"ისინი რომ უსამშობლოები არიან და მათთვის ქვეყანა რომ მხოლოდ ტერიტორიაა და არა სამშობლო, ეს კარგად მოგვეხსენება. ნებისმიერ დროს, მზად არიან რომ გაწირონ ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ვიღაც გარე პატრონის საერთაშორისო და გლობალური ინტერესი დააკმაყოფილონ. არ ვფლობ ინფორმაციას, ვისი გაკეთებულია ეს გადაკვრა, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენეს იმით, რომ ჩვენ ბანერებზე გადააკრეს რაღაც სისულელე. ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღშფოთებულიყო ამის გამო და დაერქმია ნაცებისთვის ის სახელი, რა სახელიც მათ უნდა დაერქვათ. მსუბუქ ფორმაშია ის წარწერები გაკეთებული“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

"ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს არის მოქალაქეების პასუხი.

"ეს არის ხალხის პასუხი და ეს არ არის ჩვენი პარტიული ღონისძიება," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები