25 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
როდემდე შეიძლება ზიზღი? ყველა დავიღალეთ! სტანდარტს აწესებს ხელისუფლება, ოპოზიცია სტანდარტს ვერ დააწესებს - გიორგი ვაშაძე

100-მდე მასშტაბური მეგაპროექტია დაახლოებით, 10 მილიარდი ლარის ღირებულების, რომელიც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაფინანსებით მიმდინარეობს ქვეყანაში. ეს ყველაფერი რომ გაჩერდეს, რა ეშველება საქართველოს? - ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" წევრი, აცხადებს, რომ "ქვეყანაში ზიზღის რიტორიკა უნდა დასრულდეს".

"ეს ცრუ, ყალბი დილემები, ადამიანების დაშინება... კიდე დაშინება უნდა ამ გაჭირვებულ ხალხს? კიდე შიშში ცხოვრება უნდა ამ ხალხს? ამ ხალხს უნდა ერთიანობა, განვითარება, ინვესტიციები, ევროინტეგრაცია, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, მეტი ინვესტიცია შტატებიდან, ახალი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ფეხზე წამოაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და არა ქვეყნის ძარცვა და კორუფციის არნახული მასშტაბები, რაც არის. 100-მდე მასშტაბური მეგაპროექტია დაახლოებით 10 მილიარდი ლარის ღირებულების, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაფინანსებით მიმდინარეობს ქვეყანაში. ეს არის გზები, საირიგაციო სისტემები, მეტროპოლიტენი, წყალმომარაგების სისტემები, სოფლის მეურნეობის პროექტები და უამრავი. ეს ყველაფერი რომ გაჩერდეს, რა ეშველება საქართველოს? ამ საფრთხის წინაშე რომ აყენებს ქვეყანას ხელისუფლებაში მყოფი ძალა, იმას კიდევ აქვს უფლება რომ ზიზღის რიტორიკის? როდემდე ზიზღი? დავიღალეთ ყველა. სტანდარტს აწესებს ხელისუფლება, ოპოზიცია სტანდარტს ვერ დააწესებს. თანამშრომლობისკენ შეუძლია ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასაც ეხმაურება.

"ეს იყო ზიზღის დღე, რომელიც ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ", ერთი რაიმე კარგი სიტყვა გვითხრა? ამ დამძიმებულ მდგომარეობაში, ერთი პოზიტიური რამ ხალხს უთხრა?" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები