16 სექტემბერი 2024,   10:06
ვრცლად
ჯო ბაიდენს "კოვიდ-19" დაუდასტურდა - მან ყველა შეხვედრა და გამოსვლა გააუქმა

ჯო ბაიდენს "კოვიდ-19" დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტს დაავადების მსუბუქი სიმპტომები - ხველა და სურდო აქვს. ის საკუთარ სახლში, დელავერშია იზოლირებული.

პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვაქცინირებულია და მას ბუსტერ-დოზაც გაკეთებული აქვს.

კოვიდის დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯო ბაიდენი ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა, თუმცა მოგვიანებით მან ყველა შეხვედრა და გამოსვლა გააუქმა.

აქამდე ბაიდენს "კოვიდ-19" ორჯერ აქვს გადატანილი.


დღის ამბები