16 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველოში მიმდინარე წლის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა. ამის შესახებ განმარტება ექს-პროპრიაციისა და კომპენსაციის კონტექსტში გაკეთდა. კონკრეტულად დოკუმენტში წერია, რომ "საქართველოში ექს-პროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ იძულებით ხდებოდა."

ანგარიშის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.

დღის ამბები