16 სექტემბერი 2024,   09:51
ვრცლად
თურქეთში, ტყის ხანძრის გამო, იზმირის აეროპორტი დაიხურა

თურქეთში, ტყის ხანძრის გამო, იზმირის აეროპორტი დაიხურა. ავიაკომპანიები ფრენებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ.

ავიაკომპანია "პეგასუსის" ცნობით, კომპანია ფრენებს ბოდრუმის აეროპორტიდან ასრულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 35 სახანძრო მანქანა, ასევე მონაწილეობს ავიაციაც - 7 თვითმფრინავი და 16 შვეულმფრენი.

დღის ამბები