03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
"აფხაზთა კრება" ზუგდიდში

დღეს ზუგდიდში, 14:00 საათზე თეატრის შენობაში ,,აფხაზთა კრება" გაიმართება, რომელიც განიხილავს განახლებული რუსული აგრესიის საფრთხეებს და ამ ვითარებაში ხელისუფლების წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს.

კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კრების წევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა. 

"აფხაზთა კრება" მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე.

"აფხაზთა კრების“ პირველი ღონისძიება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში გაიმართა. "აფხაზთა კრებაში“ გაერთიანებულია 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები.

დღის ამბები