25 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 80%. მადურომ 51%, მისმა ოპოზიციონერმა კონკურენტმა კი 44% პროცენტი მოიპოვა.

ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს და შედეგებს არ ცნობს. მადურო პრეზიდენტის კაბინეტს კიდევ 6 წლით დაიკავებს.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, შედეგი ვენესუელელი ხალხის ნებას არ გამოხატავს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის ზომებს მიიღებს.

დღის ამბები