09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
ელისაბედ მეორე გადაარჩინეს

დიდ ბრიტანეთში ელისაბედ მეორეზე დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს.

გამოცემა ”სანის” ცნობით, ისლამისტები დედოფალზე თავდასხმას დაღუპული სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გეგმავდნენ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში სპეცსამსახურების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ლონდონის გარდა მათ რეიდები დიდი ბრიტანეთის კიდევ სამ ქალაქში განახორციელეს.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 19–დან 27–დ წლამდეა, ტერაქტების მომზადებაში ედებათ ბრალი.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

დღის ამბები