09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ლავროვი უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას უარყოფს

სერგეი ლავროვი აღმოსავლეთ უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას უარყოფს. განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა პეკინში, ჯონ კერისთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მას შეკითხვა უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელშიც აღნიშულია, რომ რუსეთმა სეპარატისტების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ რეგიონებში ცოცხალი ძალა, ტანკები და ჯავშანმანქანები გადასხა.

სერგეი ლავროვმა ამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ვაშინგტონშიც არ ადასტურებენ.

რაც შეეხება სერგეი ლავროვსა და ჯონ კერის შეხევდრას, რუსეთი პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებული პოზიციები აქვთ.

დღის ამბები