05 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
ინდოეთში, წყალდიდობამ 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - სტიქიას ებრძვის ჩინეთიც

ინდოეთში, წყალდიდობამ 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური უბედურება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რის შედეგადაც, რამდენიმე რეგიონში დაინგრა საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა. შექმნილი ვითარების გამო, სახიფათო ზონებიდან სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სტიქიური უბედურების მეხუთე დღეს, დაკარგულად 200-ზე მეტი ადამიანი ითვლება. ოფიციალური პირების თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ჯარი. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტი ზიანი კერალას შტატს მიადგა. სტიქიის ზონიდან მაშველებმა 5500-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ინდოეთთან ერთად სტიქიას ებრძვის ჩინეთიც. ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, ჰუნანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა ღვარცოფმა 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 35 - ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამძებრო - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სინოპტიკოსების თქმით, შესაძლოა, კლიმატის ცვლილების შედეგად, ამინდი კვლავ გაუარესდეს. გასული ათწლეულის განმავლობაში წყალდიდობებით, ყველაზე მეტად სამხრეთით მდებარე პროვინციები, სიჩუანი და ჰუნანი დაზარალდნენ.

დღის ამბები